“სანამ სხვისკენ გაიშვერენ ხელს და მორალური პიედესტალიდან ასწავლიან ჭკუას, ალბათ, საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა, თავად ევროპას ეზრუნა, რომ საკუთარი პოლიტიკური სისტემა იყოს კეთილსინდისიერი” – მახაშვილი

“წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მსგავსმა დამოკიდებულებამ მიიღო სისტემური ხასიათი ევროკავშირის ფარგლებში”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს და ეხმაურება ფაქტს, რომ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის გავლენიანი გერმანელი წევრის, ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

“უკვე მერამდენე სკანდალია, რომელიც უკავშირდება თანხების გაფლანგვას, კორუფციას და ა.შ.

სანამ სხვისკენ გაიშვერენ ხელს და მორალური პიედესტალიდან ასწავლიან ჭკუას, ალბათ, საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა, თავად ევროპას ეზრუნა იმაზე, რომ საკუთარი პოლიტიკური სისტემა იყოს კეთილსინდისიერი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოსახლეობაში სარგებლობდეს ნდობით”, – განმარტა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები