სიონის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. კასპის მუნიციპალიტეტში სიონის მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის წმენდა-მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან გაიწმინდა არხის 3000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, ასევე მდინარე თეძამზე არსებული სათავე ნაგებობა, რომელიც სარწყავი წყლით კასპის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს ემსახურება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სიონისა და წაბლას მაგისტრალური არხები უდანაკარგოდ მიიღებენ სარწყავ წყალს და შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის 230 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება.

შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები