უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საჭირო საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად – რონ ჯონსონი

FILE PHOTO: Senator Ron Johnson (R-WI) at Senate committee hearing on August 6, 2020 in Washington D.C. Toni Sandys/Pool via REUTERS/File Photo

ამერიკელი სენატორი, რონ ჯონსონი აცხადებს, რომ მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

„მოხარულნი ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემასა და პოლიტიკურ ჩართულობას. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საჭირო საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც უკეთ ფუნქციონირებადი დემოკრატიის შექმნას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა რონ ჯონსონმა.

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები