გოგი მეშველიანმა წალკის დაშბაშის კანიონი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი წალკის კანიონზე , მშენებარე ტურისტულ ობიექტზე იმყოფებოდა, სადაც უნიკალური სივრცე ეწყობა, რომელშიც საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტის მიღების შესაძლებლობა არის გათვალისწინებული. ამის შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მაჟორიტარი ადგილზე გაეცნო გამწვანების სამუშაოებს, რაც CENN -ის მიერ ხორციელდება.

მეშველიანის შეფასებით – უნიკალური სახეობის მცენარეებია დარგული, რომლებიც განსაკუთრებულ ელფერს შესძენს ამ ადგილს.

ამასთან ერთად , მან მოინახულა წალკის მუნიციპალიტეტის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი, CENN -ის მიერ ევროკავშირის მეშვეობით დაფინანსებული პროექტები: სასტუმრო „Home +“ , სამკერვალო საწარმო „ნარგო“.

„მიმაჩნია, რომ სწორედ ეს თანამშრომლობა, მსგავსი პროექტების განხორციელება იქნება საწინდარი, იმისათვის, რომ წალკაში, ადგილობრივმა მოსახლეობამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები