მარკ კლეიტონი: მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებისთვის, აჩვენონ გამბედაობა, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის

“ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

ელჩი მოუწოდებს პარტიებს, რომლებსაც შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ, გამბედაობა გამოიჩინონ, რადგან ეს საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

„როგორც მანამდე ვთქვი, ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას. მე გულთბილად მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამდენმა პარტიამ და ინდივიდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას. ჩვენ სრულად მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებისთვის, აჩვენონ გამბედაობა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და მისი მომავლისთვის. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის პროგრესისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად. ბრიტანეთი ამას სრულად უჭერს მხარს“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები