ირაკლი შამათავა – „ომი და თანამედროვე ლიტერატურა“

23 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთავში, artcafeN21-ში მწერალ ირაკლი შამათავასთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, იშვიათად ხდება, როდესაც ავტორი ახერხებს ომის კადრების ისე მძაფრად გადმოცემას, ემოციების ისე გამოკვეთას, რომ დენთის სურნელს გრძნობს მკითხველი. ეს არის – ირაკლი შამათავა და მისი სურნელოვანი პროზა.
„გარდა იმისა, რომ ირაკლი ორი ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი წიგნის ავტორია: „გამშვები პუნქტი” და „ბავშვობა დაკარგული თაობა”, კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი შეიქმნა მისი ხელმძღვანელობით – „33 ამბავი”, რომელშიც გაერთიანებულია 33 ქართველი მწერლის მოთხრობა აფხაზეთის ამბავთან დაკავშირებით და რომელიც მთელი სხეულით, ფიქრებით, განცდებით გვაბრუნებს ჩვენს მიწაზე.
სტუმარი ისაუბრებს აფხაზეთის ომის თემატიკაზე და ძალიან ემოციურ, მგრძნობიარე სურათებს მოიტანს ჩვენს თვალებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები