ახალი დეტალები 17 წლის გოგონას გაუჩინარების საქმეში – ოზურგეთში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ოზურგეთში დაკარგულ 17 წლის გოგოს მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ. მარიამ ბურჭულაძე 19 აპრილს სკოლიდან შინ არ დაბრუნებულა.

სახლში ინგლისურ ენაზე მარიამის მიერ დაწერილი წერილი იპოვეს, რომელსაც პოლიცია სწავლობს. ოჯახის წევრები და ახლობლები წერილის შინაარსზე ვერ საუბრობენ, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ინიციალებით პედაგოგი და რამდენიმე კლასელია აღნიშნული.

ერთ-ერთი ვერსიით, მარიამი ცნობილ ინტერნეტთამაშს თამაშობდა, თუმცა, ნაწილი ამ ვერსიას გამორიცხავს. ახლობლები ოჯახისგან ან სკოლისგან ზეწოლას გამორიცხავენ.

მარიამ ბურჭულაძე ბოლოს სკოლაში ნახეს. ის საგზაო ვიდეოკამერებმა ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ფეხით მიმავალი დააფიქსირა. სოფელ მუხაესტატედან კი გოგონას კვალი იკარგება.

პოლიცია კლასელებისა და პედაგოგების გამოკითხავს განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები