თამარ გაბუნია: ვაქცინაციის პროცესი მედიკოსებში მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით მეტი აქტივობა სასურველია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაცია მედიკოსებში ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, სასურველია მეტი აქტივობა.
“ვაქცინაციის პროცესი მედიკოსებში მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით, მაღალი მოცვა არ გვაქვს, სამიზნე ჯგუფი დაახლოებით 41 000-ია. დიდი ნაწილი არ აცრილა, ამ მიმართულებით მეტი აქტივობა სასურველი იქნებოდა, დაახლოებით, სამედიცინო სფეროს 10-დან 15 000-მდე წარმომადგენელია აცრილი”, – აღნიშნა გაბუნიამ.