ეკატერინე ტიკარაძე: ყოველდღიურად 1700-მდე ადამიანს ვცრით, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა, საჭიროა მეტი ჩართულობა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყოველდღიურად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1700-მდე ადამიანი იცრება, რაც ცუდი მაჩვენებელი არაა.

თუმცა, მისივე, თქმით, საჭიროა მეტი ჩართულობა.

„დღიურ მიმართვიანობას ვაქცინაციის იმ კალენდრით, რომელიც შემუშავებულია ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების მიერ და დამტკიცებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, ჩვენ ივნის-ივლისისთვის ვგულისხმობთ, რომ უნდა იყოს 3 000 ადამიანამდე. დღესდღეობით მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია და ჩვენ უკვე 1700 ადამიანამდე ვცრით ყოველდღიურად, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა, საჭიროა დამატებითი მუშაობა, მეტი ჩართულობა. უნდა ჩაერთონ თვითონ უწყებები, რათა ადგილზეც მოხდეს ინფორმაციის გავრცელბა ვაქცინაციის სანდოობასთან მიმართებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები