კრემლი მოუწოდებს დასავლეთს, უარი თქვას “მასობრივ ანტირუსულ ფსიქოზზე”

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთმა “მასობრივ ანტირუსულ ფსიქოზზე” უარი უნდა თქვას და არსებული უთანხმოებების დასაძლევად კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს.

ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა -როგორ აფასებს კრემლი საერთაშორისო არენაზე არსებულ ვითარებას, არსებობს თუ არა რიგი ქვეყნების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა.

“აქ უბრალოდ შეიძლება, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ დამშვიდდნენ და უარი თქვან მასობრივ ანტირუსულ ფსიქოზზე და კონსტრუქციულად, მშვიდად აწარმოონ დიალოგი იმისთვის, რომ დავძლიოთ ყველა არსებული უთანხმოება”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები