გიორგი ვაშაძე: ვისაც გჯერათ, რომ სააკაშვილი ჩამოვა, დაელოდეთ

” ვის რა გეგმა აქვს, ვინ ჩამოვა და ვინ წავა, თვითონ გადაწყვიტოს, ვისაც გჯერათ, რომ სააკაშვილი ჩამოვა, დაელოდეთ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი გულით გაკეთებულმა შეთანხმებამ გაიმარჯვა.

„მიხარია, რომ შეთანხმება, რომელშიც გული და სული ჩავდე პარტნიორებთან ერთად, იქცა საერთო ეროვნულ და ევროპულ შეთანხმებად საქართველოში. კვირას იყო „ქართული ოცნების“ დესტრუქცია, ორშაბათს – „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქცია, გაიმარჯვა მესამე, ხალხის გზამ – იმ გზამ, რომელიც არის წარმატების გზა. ამ გზით უნდა ვიაროთ დღეის ამას იქით. დანარჩენი, ვის რა გეგმა აქვს, ვინ ჩამოვა და ვინ წავა, თვითონ გადაწყვიტოს. ვისაც გჯერათ, რომ ჩამოვა, დაელოდეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები