მერკელი: “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის მშენებლობის ირგვლივ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის ირგვლივ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს.

ამის შესახებ კანცლერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლის დროს განაცხადა.

მერკელის თქმით, გერმანია ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ უკრაინა ევროკავშირში გაზის ტრანზიტი ქვეყანა იყოს.

“ვიცი, რომ “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის ირგვლივ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს. ვიცი ბევრი ქვეყნის დამოკიდებულება. მაგრამ მსურს, ხაზი გავუსვა, რომ გაზი, რომელიც “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის მილსადენით არ მიედინება, მაგრამ “ჩრდილოეთ ნაკად-1″-ის გზით გადის, არ არის იმაზე უარესი, ვიდრე ის, რომელიც უკრაინის ან რუსეთიდან თურქეთის გავლით მიდის”, – თქვა მან.

ანგელა მერკელის თქმით, “შემექმნა შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა, “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის პროექტის ფარგლებში საუბარია კონფლიქტის ველის გაფართოებაზე იმასთან მიმართებით, თუ რამდენად შორს უნდა წავიდეთ რუსეთთან სავაჭრო საკითხებში, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში. ამ მხრივ გერმანია გამოდის “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის მშენებლობის მომხრე. მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა, რადგან ძალიან ბევრი ამ საკითხს განსხვავებულად ხედავს “.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა დააწესა სანქციები ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, ყირიმის უკანონო ანექსიისა და დონბასში რუსეთის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერისთვის, ამიტომ, ამ მხრივ, არსებობს “ევროპული ერთიანობა” რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები