მერკელი: პირად საუბრებში პუტინს ვაკრიტიკებ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირადი საუბრების დროს მას აკრიტიკებს.

ამის შესახებ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლის დროს განაცხადა.

“რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, ჩემი სიტყვებით გეტყვით: თუ საკითხი მის კრიტიკას შეეხება, ამას არ ვმალავ, ასევე პირად საუბრებშიც ვამბობ”,  – თქვა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ “ყველაფერს არ ეთანხმება, რაც რუსეთში ხდება” და ამ მხრივ ადამიანის უფლებების დარღვევაზე მიუთითა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები