150 წლის წინანდელი ველური დასავლეთი
ვესტერნების წყალობით, „ველური დასავლეთი“ რომანტიკით სავსე გვეჩვენება და ცხენოსნებთან, მუსტანგებთან და პისტოლეტებთან ასოცირდება.
ველური დასავლეთი – ეს იმ ადგილმდებარეობის დასახლებაა, რომელიც 1860-1890-იან წლებში თანამედროვე ამერიკული შტატების: მონტანას, ნიუ-მეხიკოს, კოლორადოს, ტეხასისა და სხვა შტატების ტერიტორიაზეა განლაგებული. ის მუდმივად ფართოვდება და დასავლეთისკენ მიიწევს წყნარ ოკეანემდე.
1860-1870-იან წლებში ფოტოგრაფმა ტიმოთი ო`სალივანმა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოკოლექცია შექმნა სახელად – Timothy O’Sullivan | Library of Congress.
„ველურ დასავლეთში“ ინდიელები სახლობდნენ, მაგრამ მათ მიწებიდან ყრიდნენ და არამოსავლიან ტერიტორიებს უთმობდნენ. თეთრკანიან ჩამოსახლებულებთან ერთად, დასავლეთში ახალი დაავადებებიც გამოჩდნენ… ამიტომ ინდიელები, როგორც შეეძლოთ, ისე ებრძოდნენ მათ. ეს ყველაფერი მთელი XIX საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა.