რატი იონათამიშვილი: ჩვენთვის შეთანხმების მიღწევას ყოველთვის ჰქონდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, სააკაშვილმა კი ევროკავშირს და მთლიანად პროცესს დღესაც “ყველის ვაჭარი” უწოდა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვა პოლიტიკურ შუღლზე, რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ვინც ოპოზიციიდან დოკუმენტზე ხელს მოაწერს, ის თვით გადარჩენას შეძლებს, მაგრამ ვინც მას  გაემიჯნება პანდემია და რუსეთის ფედერაცია დარჩება.

“ჩვენ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვა პოლიტიკურ შუღლზე, რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე. ჩვენ მთელი პროცესის მანძილზე ვასრულებდით ყველაზე კონსტრუქციულ როლს, რამაც საერთო წარმატება შესაძლებელი გახადა.

ვინც ოპოზიციიდან დოკუმენტზე მოაწერს ხელს, ის შეძლებს თვითგადარჩენას, მაგრამ ვინც გაემიჯნება, მას მოკავშირეებად მხოლოდ პანდემია და რუსეთის ფედერაცია დარჩება.

ჩვენთვის შეთანხმების მიღწევას ყოველთვის ჰქონდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, სააკაშვილმა კი ევროკავშირს და მთლიანად პროცესს დღესაც “ყველის ვაჭარი” უწოდა.

საზოგადოება კარგად ხედავს ჩვენს შორის არსებულ ღირებულებით სხვაობას. ჩვენთვის პროცენტებს არასდროს ქონია მნიშვნელობა, თვითმმართველობის არჩევნებშიც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ; აი, ნაციონალურ მოძრაობას კი, ძალიან გაუჭირდება შემოდგომამდე მისვლა.

ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიის ერთგულებისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და დღეს ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდით დასავლურ სტრუქტურებს. წინ 2024 წელია!”, – წერს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები