ალუდა ღუდუშაური: დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა , რომ “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

„ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

“დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა , რომ “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც საქართველოს  უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა, ეს არის სიძლიერის და მაღალი ღირსების მაჩვენებელი.
მჯერა ასეთი სულისკვეთებით და ერთიანობით კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მივაღწევთ.
კიდევ უფრო ძლიერი და ერთიანი საქართველო, აი ეს იყო, არის და იქნება ქართული ოცნების მიზანი”, – წერს იგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები