ჯანმო-მ მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა.

ამის შესახებ ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების კომიტეტში მას შემდეგ განაცხადეს, რაც სხდომაზე შექმნილი ვითარება დეტალურად გააანალიზეს.​

“ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გადაწყვიტა, რომ კოვიდ19-ის პანდემია კვლავ წარმოადგენს საერთაშორისო ჯანდაცვაში საგანგებო სიტუაციას, რომელსაც საერთაშორისი მნიშვნელობა აქვს. ის დაეთანხმა კომიტეტის რეკომენდაციას”, – ნათქვამია კომიტეტის შეტყობინებაში.

ჯანმო-ს მონაცემით, მსოფლიოში კორონავირუსით 142 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ვირუსს სამ მილიონზე მეტი პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები