დიდი ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელთაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი შეთანხმებისთვის, გამოიჩინონ გამბედაობა და გააკეთონ ეს ქვეყნის ევროატლანტიკური პროგრესის გაგრძელებისთვის

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო პოლიტიკურ მხარეებს მოუწოდებს, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტზე ხელის მოწერა საქართველოს ევროატლანტიკური პროგრესის გაგრძელებისთვისაა მნიშვნელოვანი.

„მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მიმართულ პროგრესს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელთაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი შეთანხმებისთვის, გამოიჩინონ გამბედაობა და გააკეთონ ეს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყნის ევროატლანტიკური პროგრესის გაგრძელებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები