პირველად ისტორიაში: მარსზე NASA-ს ვერტმფრენი აფრინდა

NASA-ს დრონმა, ვერტმფრენმა Ingenuity-მ, რომელიც მარსზე მარსმავალ Perseverance-თან ერთად ჩაიტანეს, პირველი წარმატებული საცდელი ფრენა განახორციელა.

ინფორმაციას NASA Twitter-ში ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ფრენა დაახლოებით 20 წამს გაგრძელდა.

Ingenuity 3 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა, ამ დროს Perseverance-ი ვერტმფრენის მიერ გადაღებულ სურათებს და მონაცემებს დედამიწაზე გადასცემდა.

სპეციალისტები აპირებენ დრონის ხუთ მეტრამდე აწევას. მისი მისია 31 დღეზეა გათვლილი, ის ტერიტორიის საჰაერო ფოტოგრაფიას განახროციელებს.

ცნობილია, რომ მოწყობილობა დაახლოებით ორ კილოგრამს იწონის, იგი აღჭურვილია ორი კამერით და შეუძლია ჰაერში 20-30 წამის განმავლობაში ტრიალი. Perseverance- ი, რომელსაც გააჩნია Ingenuity ვერტმფრენი, წითელ პლანეტაზე უკვე ორი თვეა, იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები