ელისო ბოლქვაძე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შაუტაშვილს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს – გიორგი შაუტაშვილს შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე თეატრების რეფორმის სამუშაო ჯგუფი განისაზღვრა. „შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნების მიმართულების უმაღლესი აკადემიური განათლების მნიშვნელოვანი კერაა საქართველოში, რომლის მისიაა ხელოვნების დარგების განვითარება და კვლევა, ხელოვნების დარგების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და პროფესიონალების აღზრდა. უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა, ხელოვანთა, მკვლევართა, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მჭიდრო კავშირს, რომელთა ჰარმონიული თანამშრომლობით იქმნება სწავლების, შემოქმედებითი განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების ერთიანი არეალი, ასევე ხელოვნების დარგების (თეატრალური, აუდიოვიზუალური, ქორეოგრაფიული, სამუსიკო) მნიშვნელოვანი და მდგრადი განვითარების საფუძველი ქვეყნის მასშტაბითა და საერთაშორისო ასპარეზზე. უნივერსიტეტის მისიაა იქცეს გამოცდილების გაზიარების, ახალგაზრდა შემოქმედთა ურთიერთობების და კულტურათა დიალოგის საერთაშორისო ცენტრად.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იუნესკოს მიერ 12 საუკეთესო უმაღლეს თეატრალურ სასწავლებლებს შორის დასახელდა, ეს არის ” World theater education alliance”, რაც ძალიან მნიშვნელოვანია .დღევანდელ შეხვედრაზე თეატრების რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი განისაზღვრა”,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები