ელისო ბოლქვაძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებულ პროფესორს, თეა ქუთათელაძეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებულ პროფესორს, თეა ქუთათელაძეს შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. სამხატვრო აკადემიის ღირებულებები ეფუძნება შემოქმედებითი და აკადემიური თავისუფლების პრინციპებს და მიზნად ისახავს ეროვნული კულტურის ტრადიციების დაცვას, გენერირებასა და განვითარებას საზოგადოებრივი კეთილდღეობის და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე დაიბადა თანამედროვე ქართული ხელოვნების მუზეუმის შექმნის იდეა, რაც აუცილებელია სამხატვრო ხელოვნების მომავალი განვითარებისა და საზოგადოებაში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისთვის”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები