არჩილ თალაკვაძე: ერთად დავინახავთ, თუ რის გაკეთებას შეძლებს „გირჩი“ პარლამენტში
“ისინი ყველაფრით იქნებიან უზრუნველყოფილები თანაბრად, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ერთად დავინახავთ, თუ რის გაკეთებას შეძლებს „გირჩი“ პარლამენტში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმების გატარებით, ,,ქართულმა ოცნებამ” შეძლო, რომ დღეს საქართველოში არსებობს თავისუფალი პოლიტიკური ველი და კონკურენცია.
„მესმის, რომ მათ აქვთ ორიგინალური სტილი, თუმცა, დამერწმუნეთ, ამას პარლამენტის ტრადიციებზე, პარლამენტის სამუშაო პროცესზე გავლენა არ ექნება. ისინი ყველაფრით იქნებიან უზრუნველყოფილები თანაბრად, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ერთად დავინახავთ თუ რის გაკეთებას შეძლებს „გირჩი“ პარლამენტში. მსურს, ჩვენი საზოგადოება ერთ რამეში დავარწმუნო: ჩვენი პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმების გატარებით ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს საქართველოში არსებობს თავისუფალი პოლიტიკური ველი და კონკურენცია, რაც ასევე არჩევნებზე ეუთო/ოდირ-მა პირდაპირ დაადასტურა და მომდევნო არჩევნებშიც იქნება კონკურენცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა და პარტიის წევრები დღეს პარლამენტში მივიდნენ.