ვახტანგ მეგრელიშვილი: ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალი არჩევნებისთვის, როგორც ჩვენს პლაცდარმს, ეს იქნება „გირჩის” სამეფო

“ოპოზიცია მიდის რეგიონებში საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ ამის არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში, თანაპარტიელებთან ერთად მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ,,გირჩი” საარჩევნო კამპანიისთვის ,,საპარლამენტო ოფისს” გამოიყენებს.

„ეს ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმაა. ორი ოფისი გვაქვს, ერთი აქ და მეორე – აგერ, რამდენიმე ასეულ მეტრში. ოპოზიცია მიდის რეგიონებში საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ ამის არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი. ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალი არჩევნებისთვის, როგორც ჩვენს პლაცდარმს. ეს იქნება „გირჩის” სამეფო“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„გირჩის“ ლიდერებმა: ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერეს და პარლამენტში მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები