„გადაშენების პირას მისული ბზის ბუნებრივ გარემოში მოპოვება, ფაქტობრივად, ვანდალიზმამდე მისული ქმედებაა“ – რა ჯარიმებია დაწესებული ბზის უკანონოდ მოპოვებაზე

ბზის უკანონო მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა, მაია ჩხობაძემ განაცხადა.

მაია ჩხობაძის თქმით, წინასააღდგომო პერიოდში გადაშენების პირას მისული ბზის ბუნებრივ გარემოში უკანონოდ მოპოვების რისკები იზრდება. როგორც ჩხობაძემ განმარტა, ეს მკაცრად აკრძალულია და, ფაქტობრივად, ვანდალიზმამდე მისულ ქმედებას წარმოადგენს.

ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის თქმით, ბზის უკანონო მოპოვებაზე საკმაოდ მაღალი სანქციები მოქმედებს.

„აღდგომის დღესასწაული ახლოვდება. ამ პერიოდში გადაშენების პირას მისული ბზის ბუნებრივ გარემოში მოპოვების რისკები იზრდება. ეს მკაცრად აკრძალულია. ფაქტობრივად, ჩავთვალოთ, რომ ესაა ვანდალიზმამდე მისული ქმედება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზის როგორც მოპოვების, ასევე, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის პუნქტებზე სახელმწიფო კონტროლს აძლიერებს. საჯარიმო სანქციები საკმაოდ მაღალია, დაცულ ტერიტორიებზე საჯარიმო თანხა 2000 ლარს შეადგენს, დაცული ტერიტორიების გარეთ კი სანქცია 500-დან 1 000 ლარამდეა. ამასთან, საჯარომო თანხას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი და უკნანონოდ მოპოვებული რესურსის კონფისკაციაც ხდება“, – განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, ბზის კანონიერი მოპოვების გზები არსებობს. ჩხობაძის განმარტებით, კანონიერია კერძო საკუთრებაში, საკარმიდამო ნაკვეთებში, სანერგე და პლანტაციურ მეურნეობეში გამოყვანილი ბზის მოპოვება- რეალიზაცია.

„მინდა, მოკლედ შევეხო იმას, თუ რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბზა ბუნებრივ გარემოში დავიცვათ. ბზა 600 წლამდე იზრდება და საქართველოს ბიომრავალფეროვნებაში მისი კორომები უხვად იყო წარმოდგენილი. თუმცა, სხვადასხვა უკანონო ქმედების შედეგად, ასევე, 2010 წლიდან გავრცელებული სოკოვანი დაავადების შედეგად საქართველოში ბზის კრომები გახმა. აფხაზეთში, სამეგრელოში, რაჭაში, იმერეთში ბზის უნიკალური კორომები განადგურდა. ფაქტობრივად, შეუქცევადი პროცესები მიმდიანრეობდა და ეკოლოგებმა, გარემოს დამცველებმა ეს სიტუაცია ეკოლოგიურ კატასტროფად აღიარეს. ამ საქმეში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი ერთობლივად ჩაერთო. ძალიან აქტიურად დაიწყეს, ერთი მხრივ, როგორც საინფორმაციო კამპანიები, მეორე მხრივ, პრაქტიკული სამუშაოები, რათა შებრძოლებოდნენ ამ მავნებელ დაავადებას, რასაც ბზის ალურა, სოკო ჰქვია. მართვის ორგანოებმა საკონსერვაციო გეგმები შეიმუშავეს. შესაბამისად, მათი შეწამვლა ხდებოდა. თუმცა, დღეს მინდა, ვთქვა, რომ ბზის კორომები, რაც კი შემოგვრჩა, საგანგაშო სიტუაციაშია. აქედან გამომდინარე, მისი უკანონოდ მოპოვება ორმაგად დიდი დანაშაულია, ვიდრე სხვა მცენარეების უკანონოდ მოპოვება და რატომ: პირველი, როგორც აღვნიშნეთ ცუდ სიტაუციაშია, მეორე – ის წითელი ნუსხითაა დაცული. მისმა ასეთმა მდგომარეობამ მისი საკონსერვაციო სტატუსის გაზრდა გამოიწვია. ბზა უფრო მკაცრი დაცვის რეჟიმის ქვეშ მოექცა.
გარემოსდაცვითი ზადამხედევლობის დეპარტამენტი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, 24-საათიან რეჟიმში უწყვეტ კონტროლს განახორციელებს როგორც ბზის მოპოვების, ისე ტრანსპორტირების დროს. რა თქმა. უნდა, რეალიზაციის პროცესშიც მოხდება გაკონტროლება.
ისმის ლოგიკური კითხვა- როგორ უნდა შევხდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს? ბზა ძალიან მარტივად მრავლდება. ინტერნეტში უხვადაა წარმოდგენილი ის, თუ ორგორ შეიძლება ბზა მარტივად გამრავლდეს. ტოტების მეშვეობითაც შეიძლება მისი გამრავლება. საბედნიეროდ, არის სანერგეები სადაც ბზის ბუჩქების ხელოვნურად გამოყვანა ხდება. რა თქმა უნდა, ასეთი ბზის რეალიზაცია დაშვებულია. ოღონდ მას აუცილებლად უნდა ახლდეს ადგილწარმოშობის ცნობა. ასეთ შემთხვევაში დაჯარიმება და მისი კონფისკაცია არ მოხდება.

კერძო საკუთებაში, ეზოებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, სანერგე მეურნეობებსა და პლანტაციურ მეურნებობეში გამოყვანილი ბზის მოპოვება-რეალიზაცია კანონიერია“, – განაცხადა ჩხობაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები