რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, ოპოზიციის ამოცანაა ის, რომ არჩევნების გარეშე მიხეილ სააკაშვილს გადაბარდეს ხელისუფლება, რაც არის ბოდვა და არასდროს მოხდება
“საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციის უმეტესობა შეთანხმების დოკუმენტის ახალ ვერსიასაც კი არ აწერს ხელს და აკეთებენ ყველანაირად დესტრუქციულ განცხადებებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ოპოზიციას კომპრომისებზე წასვლის სურვილი არ აქვს.
“საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციის უმეტესობა ამ ახალ ვერსიასაც კი არ აწერს ხელს და აკეთებენ ყველანაირად დესტრუქციულ განცხადებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ინტერესი, რაიმე სახის კომპრომისზე წავიდნენ, თუნდაც, მცირედი კონსტრუქციულობა შეიტანონ მოლაპარაკების პროცესში. როგორც ჩანს, მათი ამოცანა არის ის, რომ არჩევნების გარეშე მიხეილ სააკაშვილს გადაბარდეს ხელისუფლება, რაც არის ბოდვა და არასდროს მოხდება”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.