გურამ მაჭარაშვილი: შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი ჩვენთვის გაუგებარია

“შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ჩვენ ხელი უკვე მოვაწერეთ. რაც შეეხება ახალ ვარიანტს, ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ არსებობდა ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას სახელმწიფო არ ადარდებს.

„ჩვენ, ჩვენი მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, პირველ ვარიანტზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ ჩვენი აზროვნება სახელმწიფოებრივია და ახლა ოპოზიციის პასუხს ველოდებით. ჩვენი აზრით, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია ხელს არც ამ დოკუმენტს აწერს. რამდენჯერ უნდა დადასტურდეს, რომ ოპოზიციას არ ადარდებს არც სახელმწიფო და არც საზოგადოება, რომელიც მომხრეა, რომ პოზიცია და ოპოზიციაც პარლამენტში იხილოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი ვარიანტი საჭირო საერთოდ არ იყო. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში არ იმყოფება, პრემიერმინისტრი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი თვითიზოლაციაში არიან. ასევე, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატიც თვითიზოლაციაშია, ამის გამო ვერ ხერხდება პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეკრება. ამაზე მეტი კონკრეტული პასუხი სანამ პოლიტსაბჭოს სხდომა არ იქნება, ვერ გვექნება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები