“უცნობის” მიერ გამართული აქციის მონაწილეები ტვ პირველს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

ევროპის მოედანზე, მომღერალ “უცნობის” მიერ გამართული აქციის მონაწილეები ტვ პირველსა და ნოდარ მელაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა აქციის მონაწილეების – მამუკა მალაციძისა და მამუკა პაპაშვილის ვიდეოები.

მამუკა მალაციძე აღშფოთებულია ტვ პირველზე ნაჩვენები კადრებით და მოუწოდებს ტელეკომპანიებს, თავი დაანებონ პროვოკაციებსა და ტყუილის ტირაჟირებას, თითქოს, ის მერიის თანამშრომელია და მობილიზაციას უკეთებს ვინმეს, ამ მას უკეთებენ მობილიზაციას, სად და როგორ წავიდეს.
ვიდეოს ავრცელებს ასევე მამუკა პაპაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ის არ არის საკრებულოს თანამშრომელი, როგორც ეს ნოდარ მელაძის გადაცემაში ნაჩვენებ სიუჟეტში ითქვა.

მისი თქმით, როდესაც სამარშრუტო ტაქსში მასთან ჟურნალისტები მივიდნენ, ტელეფონზე საუბრობდა, ვერ გაიგო, რა კითხვა დაუსვეს და ვერც შესაბამისი პასუხი გასცა.
რაც შეეხება პატრიარქის მხარდამჭერ აქციაზე მისვლას, მამუკა პაპაშვილი აცხადებს, რომ აქციაზე თავისი ნებით წავიდა, მომავალშიც აუცილებლად წავა და მხარს დაუჭერს პატრიარქს, როგორც შეეძლება, თავის ოჯახსა და ახლობლებთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები