სერგო ჩიხლაძე: მოლაპარაკებებზე გარკვეული ოპტიმიზმით მივდივართ

“მოლაპარაკებებზე გარკვეული ოპტიმიზმით მივდივართ – მივდივართ ორი საკითხის გადასაწყვეტად, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელ არჩევნებამდე ყველასთვის მისაღები გზით მივიდეთ”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ ახლა იმ პოზიციაში არ არის, რომ წითელ ხაზებზე ისაუბროს.

“ორი კვირის წინ “ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებს საერთოდ აზრი არ აქვს. ახლა შედარებით სხვა პოზიციაზე არიან. ასევე კარგია, რომ სამ პუნქტთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება. გადასაწყვეტია ორი პუნქტი – პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ და ვადამდელი არჩევნების თემა. ეს ორი საკითხია მოლაპარაკების თემა. “ქართული ოცნება“ ახლა იმ პოზიციაში არ არის, რომ წითელ ხაზებზე ისაუბროს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები