მეუფე იაკობი: თუ უფალი ინებებს არჩევნები ვადამდე ჩატარდება, თუ არ ინებებს რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებში თუ ქუჩებში, არაფერი მოხდება, ნუ აკეთებთ ჩვენი მტრების საქმეს
ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარება საშინელი დანაშაული იყო, რომელსაც შედეგად კორონავირუსის გავრცელება მოჰყვა.
მისივე თქმით, თუ ღმერთი ინებებს არჩევნები ვადამდე ჩატარდება.
“ჩატარდა არჩევნები. პოლიტიკოსებმა საშინელი დანაშაული ჩაიდინეს, შემოდგომაზე რომ ჩავატარეთ არჩევნები, იმიტომ, რომ 3 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მარტო ორი მილიონი კაცი რომ მივედით არჩევნებზე, ძალიან ბევრი ჩემი ახლობლის ოჯახი წევრი, კომისიის წევრები ვინც იყვნენ, უფროსი ასაკის ხალხი გარდაიცვალა.
პოლიტიკოსები აქეთ-იქით რომ დარბოდნენ, აჭარა შემოირბინეს, სამეგრელო, გურია, თბილისი და ყველაფერი, გაავრცელეს, ბიოლოგიური იარაღები გახდნენ. შედეგი რა იყო? სიკვდილი ხალხის და რა მივიღეთ? არა პარლამენტი… ზოგი იძახის შევალ, ზოგი იძახის არ შევალ. ვინ ხარ რას გვამადლი შეხვალ თუ არ შეხვალ? ყველა გეუბნება ქართველ ადამიანს რა სჭირდება, რომ გვინდოდეს არ გავიდოდით? ვის გინდა, რომ გვერდში დაუდგე? კარვებით ვინმეს დაამარცხებ? როგორ გგონიათ, ოპოზიციის ლიდერებიც, რომ ავიღოთ, არ მოინდომებენ სასამართლოზე ან ძალოვნებზე თავზე მოჯდომას? მოინდომებენ, იმიტომ არ უნდათ პარლამენტში შესვლა, რომ კანონები შეიცვალოს. კანონი და სისტემა თუ არ დალაგდება, არაფერი შეიცვლება, არაფერი წესიერება არ იქნება ჩვენთან. კანონებიც მიიღეთ და ცვლილებებიც. როცა მოემზადებით ცვლილებისთვის, თუ უფალი ინებებს არჩევნები ვადამდე ჩატარდება, თუ არ ინებებს რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებში თუ ქუჩებში, მაგითაც არაფერი მოხდება, ნუ აკეთებთ ჩვენი მტრების საქმეს”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.