პერუში სამხედრო ვერტმფრენი მდინარეში ჩავარდა – დაღუპულია 5 ადამიანი

პერუს არმიის ვერტმფრენი ურუბამბას მდინარეში ჩავარდა. უბედური შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთი კი დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პერუს საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს, ნარკოტიკის უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის ოპერაციის დროს, ვერტმფრენმა, სადაც 12 ადამიანი იმყოფებოდა კატასტროფა განიცადა კუსკოს რეგიონში. ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთი კი დაშავდა“,- ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მათი ცნობით, ორი სამხედრო პირი უგზოუკვლოდ დაიკარგა და მათ ამ დრომდე ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები