მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ადამიანთა რიცხვმა, ვინც კორონავირუსის შედეგად დაიღუპა მთელ მსოფლიოში, 3 მილიონს გადააჭარბა. სამ ქვეყანაში, აშშ, ინდოეთსა და ბრაზილიაში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებული ფიქსირდება მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ინდოეთში, სადაც ეპიდემიის მეორე ტალღამ უკვე ჩაიარა 230 ათასზე მეტი დაღუპული დაფიქსირდა მხოლოდ გასული დღე-ღამის მანძილზე. პანდემიის ქვეყანაში 140 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ჯანმოს განცხადებით, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი სწრაფი ტემპებით იზრდება. როგორც ცნობილია, ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკა ძალიან შორსაა დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რეალური რიცხვისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები