დიდ ბრიტანეთში პრინც ფილიპს გამოემშვიდობნენ

დიდ ბრიტანეთში, დღეს დედოფალი ელიზაბეტ II-ს მეუღლეს პრინც ფილიპს ემშვიდობებიან, რომელიც 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას სამეფო ოჯახის მხოლოდ 30 წევრი დაესწრება, მათ შორის პრინცი ჰარი, რომელსაც სამეფო ოჯახიდან წასვლა სურდა.

თავად პრინცმა ფილიპმა ითხოვა, რომ მისი დასაფლავება ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩატარებულიყო, ოჯახის წევრებისა და ახლობლების წრეში. აქედან გამომდინარე დედოფლის ქვეშევდომები სამძიმარზე მოსვლის მსურველებს სთხოვენ არ მოვიდნენ ვინდზორში და საკუთარი თანადგომა სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე გამოხატონ.

დღეს ქვეყანაში პრინცი ფილიპის ხსოვნისთვის წუთიერი დუმილიც გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები