ტუნისთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა – დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი

ტუნისის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა. შემთხვევის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ტრაგედია სიდი მანცურის სანაპიროსთან მოხდა, წყლიდან 41 ადამიანი ცხედარი ამოიყვანეს. სანაპირო დაცვამ 3 დაშავებულის გადარჩენა მოახერხა.

წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაღუპული აფრიკიდანაა, სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე, გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები