ზელენსკიმ მაკრონს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერი დოკუმენტის ხელმოწერა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ელისეის სასახლეში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე მან კოლეგას შესთავაზა დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც ევროკავშირში უკრაინის მიღების მხარდაჭერას გულისხმობს.

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა ლიტვას წარმომადგენელმა.

ამის შესახებ მან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დეკლარაციაში შევიმუშავეთ, რომელსაც პარტნიორებთან ვაფორმებთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომ ის თუ ეს ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობაზე უკრაინის მისწრაფებას. შევთავაზე საფრანგეთსაც უკრაინის მხარდაჭერა. ვფიქრობ, პრეზიდენტი მაკრონი გაეცნობა დეკლარაციას და პასუხს გვეტყვის”, – თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დოკუმენტს ასევე გაეცნობა კიდევ რამდენიმე ქვეყანა, თუმცა, არ დაუზუსტებია, რომელი ქვეყნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები