ზელენსკიმ მაკრონსა და მერკელთან საუბარი შეაჯამა

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ასევე, კანცლერ ანგელა მერკელს შორის ელისეის სასახლეში დიალოგი დასრულდა. მერკელი კოლეგებს ვიდეოფორმატში შეუერთდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე თქვა, გერმანიისა და საფრანგეთის პირველ პირებთან საუბარი მიდიოდა დონბასში უსაფრთხოებაზე, ასევე, “ნორმანდიული სამიტის” გამართვაზე.

“ვისაუბრეთ უკრაინის აღმოსავლეთით არსებულ ვითარებაზე, უსაფრთხოებაზე, რომელიც 2020 წლის 20 ივლისიდან არც ისე ცუდად მუშაობდა, თუმცა, დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვითარების გაუარესებას ვხედავდით. ყველა ამ შემთხვევაზე ვუამბე ბატონ მაკრონს, შემდეგ – ქალბატონ მერკელს”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რას ეტყოდა ვლადიმერ პუტინს იმ შემთხვევაში, თუ ისიც შეუერთებოდა საუბარს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან კავშირზე არ გასულან, ამიტომ, პასუხის გაცემა გაუჭირდება.

“თუმცა, განწყობილები ვართ იმაზე, რომ ოთხივე ჩავერთოთ და განვიხილოთ უკრაინის აღმოსავლეთის უსაფრთხოება და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები