ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.

ამის შესახებ Twitter-ში გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერთმა დაწერა.

ზაიბერთმა კანცლერის სიტყვების ციტირება მოახდინა: “მოხარული ვარ, რომ დღეს AstraZeneca-ს ვაქცინა გავიკეთე. მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ვაქცინაციის კამპანიაშია ჩართული, ასევე მათ, ვინც აცრა გაიკეთა. ვაქცინაცია  პანდემიის დაძლევის გასაღებია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები