თალაკვაძე – მელიაზე: მკაფიოდ განიმარტა, რომ, გირაოსთვის საჭირო თანხის უზრუნველყოფის შემთხვევაში, პროკურატურა მზადაა, შეუცვალოს პატიმრობის ღონისძიება

“მკაფიოდ განიმარტა, რომ  გირაოსთვის საჭირო თანხის უზრუნველყოფის შემთხვევაში, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას შეუცვალოს პატიმრობის ღონისძიება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დანიელსონის შეთავაზებას ეთანხმება.

„ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხთან მიმართებით რა იყო მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შემოთავაზება. შემოთავაზებული სახით, ჩვენ ვეთანხმებით ამ დოკუმენტს. რაც შეეხება ნიკა მელიას, მკაფიოდ განიმარტა ეს საკითხი, რომ, გირაოსთვის საჭირო თანხის უზრუნველყოფის შემთხვევაში, პროკურატურა მზად არის, შეუცვალოს პატიმრობის ღონისძიება, ხოლო პარლამენტი ასევე იმსჯელებს და უმრავლესობა მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიის დოკუმენტს“, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები