ელისეის სასახლეში მაკრონისა და ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო

პარიზში, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს.

მოსალოდნელია, რომ პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებს ვიდეკონფერენციის ფორმატში გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელიც შეუერთდება.

პარიზში გამგზავრებამდე, ზელენსკიმ ინტერვიუ ფრანგულ გამოცემას მისცა, სადაც თქვა, რომ დროა, ევროკავშირი და ნატო ქმედებებზე გადავიდნენ და უკრაინა წევრად მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები