სალომე ზურაბიშვილი „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება – “მნიშვნელოვანია, ყველა ინიციატივა იყოს მოსმენილი”

საქართველოს პრეზიდენტი „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინიციატივა მოსმენილი იყოს.

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება 9 აპრილს საპარლამენტო ტრიბუნიდან მის მიერ გაჟღერებული ინიციატივის მყისიერ განხორციელებას. ასეთ მომენტებში მთავრობის მიერ მნიშვნელოვანია, ყველა ინიციატივა იყოს მოსმენილი და მიეცეს მას მსვლელობა. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში – ლიანა ჯერვალიძე სრულად იქნება ჩართული ამ პროცესებში“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

მთავრობის ინიციატივით, კომპანია „ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა, „ნამოხვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები