ნიკოლოზ სამხარაძე: მზად ვართ, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ
“მზად ვართ, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
თუმცა, მისივე თქმით, დანიელსონის დოკუმენტზე მხოლოდ მმართველი გუნდის ხელმოწერა საკმარისი არაა.
„მზად ვართ, რომ დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ მუშაობა გავაგრძელოთ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც გაწერილია. მზად ვართ კიდევაც, რომ ამ დოკუმენტს ხელიც მოვაწეროთ, თუმცა, როგორც ვიცით, მარტო ჩვენი ხელმოწერა ამას შეთანხმებად ვერ გადააქცევს. თუ ოპოზიციას აქვს რაიმე შენიშვნები დანიელსონის დოკუმენტსა და იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც გაწერილია და ისინი მზად იქნებიან, რომ ხელი მოაწერონ, ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.