ზელენსკი: “ჩრდილოეთ ნაკადი-2” ომის საკითხს განეკუთვნება და არა – ბიზნესის; როგორც ნებისმიერ ომში, ვიღაც აუცილებლად წააგებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკად-2″-ის პროექტის რეალიზების შეწინააღმდეგება ომის საკითხს განეკუთვნება და არა – ბიზნესის.

ამის შესახებ მან Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ენერგეტიკულ ომში დაადანაშაულა და აღნიშნა რომ, როგორც ნებისმიერ ომში, ვიღაც აუცილებლად წააგებს.

”როგორც ნებისმიერ ომში, ვერ იბრძოლებ, თუ არ არსებობს ერთიანობა. თუ ჩრდილოეთ ”ნაკადი-2″ დასრულდება, არამხოლოდ უკრაინა წააგებს”, – თქვა ზელენსკიმ.

მან დაადასტურა, რომ გაზსადენის დასრულება დამოკიდებულია აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების პოზიციაზე.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს პროექტის შესახებ საერთო პოზიცია ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები