ნიგერიაში ხილის წვენით მოწამვლას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 400 ჰოსპიტალიზებულია

ნიგერიის ჩრდილოეთით, კანოს შტატში ხილის წვენით მოწამვლის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, 400 ჰოსპიტალიზებულია.

​ამის შესახებ გაზეთი Punch-ი შტატის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ გასული თვის განმავლობაში, ანალოგიურ შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა და საავადმყოფოში 183 პირი იქნა მოთავსებული.

შტატის ჯანდაცვის საკითხთა კომისარმა, ამინუ ცანიავამ განაცხადა, რომ შეინიშნება უცნაური დაავადების აფეთქება, რომელიც უკავშირდება უხარისხო სასმელს.

მისი თქმით, სასმელი აზიანებს ფილტვებსა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები