აშშ-ში, FedEx-ის შენობაში სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ინდიანას შტატის ქალაქ ინდიანაპოლისში, კომპანია FedEx-ის შენობაში სროლას, სულ მცირე, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.

როგორც პოლიციის წარმომადგენელმა, ჯინი კუკმა თქვა, ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულებიც, ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას დაჭრილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ დაუზუსტებია, არც მათი რაოდენობა უთქვამს.

წინასწარი მონაცემით, თავდამსხმელმა ადგილზე თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები