Pfizer-ში აცხადებენ, რომ შესაძლოა, გაჩნდეს ვაქცინის მესამე დოზის შეყვანის აუცილებლობა

კომპანია Pfizer-ის გენერალური დირექტორი, ალბერტ ბურლა არ გამორიცხავს, რომ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება წელიწადში ერთხელ სამ ეტაპად მოუწიოთ.

ამის შესახებ CNBC იტყობინება.

“სავარაუდო სცენარი მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლოა, გაჩნდეს მესამე დოზის შეყვანის აუცილებლობა მეექვსე და მეთორმეტე თვეების შუალედში, ამის შემდეგ ყოველწლიური ვაქცინაცია მოხდება”, – თქვა მან.

მისი აზრით, ამჟამად, უმნიშვნელოვანესია რისკ ჯგუფში შემავალი პირების აცრა.

აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა, ჯერჯერობით, არ იციან, რამდენი ხნით იცავს ვაქცინა ადამიანს. გარდა ამისა, სპეციალისტები უშვებენ პრეპარატების გაუმჯობესების ალბათობას, ახალი შტამების გაჩენის ფონზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები