საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი – არმენ სარქისიანი, დელეგაციასთან ერთად, გმირთა მოედანს ეწვია და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
არმენ სარქისიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სომხეთის პირველი ლედი – ნუნე სარქისიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – ემილ ტარასიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – გაგიკ ღალაჩიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი – რუბენ სადოიანი, სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – დავიდ პაპაზიანი.
სარქისიანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დღეს დატოვებს.