ბაიდენმა პუტინს ზაფხულში სამიტის გამართვა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს 13 აპრილს სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი სამიტის გამართვა ზაფხულში, ევროპის რომელიმე ქვეყანაში შესთავაზა.

ამის შესახებ ბაიდენმა ხალხისადმი მიმართვისას თქვა.

აშშ-ის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან პირადი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რაც, მისი აზრით, ხელს შეუწყობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

“ამ მხრივ, მე შევთავაზე მას, პირადად შეხვდეთ ამ ზაფხულს სადღაც ევროპაში. სამიტზე გვექნება ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ჩვენი გუნდები ახლა განიხილავენ ამ შესაძლებლობას. ამ სამიტის შედეგად, იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი შეძლებენ სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის დაწყებას”, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შეუძლიათ, ერთად იმუშაონ ბევრ გლობალურ საკითხზე, განსაკუთრებით – იარაღის კონტროლსა და უსაფრთხოებაზე.

“ჩვენ შევთანხმდით ვლადიმერ პუტინთან, რომ ერთად შეგვიძლია, გავუმკლავდეთ კრიტიკულ გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც მოითხოვს შეერთებულ შტატებისა და რუსეთის ერთობლივ მუშაობას. ეს გამოწვევები არის ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვული საფრთხე, პანდემიების დასრულება, კლიმატის ცვლილების ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა”, – თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები