ბაიდენი: მოვუწოდე პუტინს, თავი შეიკავოს უკრაინაში ვითარების ესკალაციისგან

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტივობის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა.

ამის შესახებ ბაიდენმა ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა.

“შეშფოთება გამოვთქვი უკრაინის საზღვართან, ასევე, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის გამო”, – თქვა მან.

ბაიდენის თქმით, რუს კოლეგას მოუწოდა, უკრაინაში ვითარების ესკალაციისგან თავი შეიკავოს.

“მტკიცედ მოვუწოდე, თავი შეიკავოს ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან. ახლა დაძაბულობის დაწევის დროს”, – თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყანა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები