აშშ-ში, აეროპორტში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაჭრილები – გარდაიცვალა თავდამსხმელი

აშშ-ში, ტეხასის შტატში, სან ანტონიოს საერთაშორისო აეროპორტში მამაკაცი ერთ-ერთ ტერმინალში ავტომობილით შევარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნა.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცის განეიტრალება ადგილზევე მოახერხა, ამის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

როგორც აეროპორტის პოლიციის ხელმძღვანელმა, უილიამ მაკმანუსმა თქვა, მამაკაცს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ჰქონდა, ის უმისამართოდ ისროდა.

მისივე თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები