ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარს უჭერს

ევროკავშირი აშშ-ის გადაწყვეტილებას უჭერს მხარს, რომელმაც “მავნე მოქმედებებისთვის” რუსეთს სანქციები დაუწესა, – ნათქვამია ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანლის, ჯოსეფ ბორელის განცხადებაში.

”ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები სოლიდარობას უცხადებენ აშშ-ს კიბერსივრცეში მავნე მოქმედებების შედეგებთან დაკავშირებით, კერძოდ, SolarWinds ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც, აშშ-ის მონაცემით, რუსეთმა განახორციელა”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე, აშშ-ის ანალოგიური სოლიდარობა ნატო-მ გამოუცხადა.

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციათა პაკეტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა, რომელიც, მათ შორის, ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატის გაძევებას გულისხმობს.

საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩია დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები