კრემლი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პუტინისა და ბაიდენის შეხვედრას ხელს არ შეუწყობს

კრემლში უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით, ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, სანქციები ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრას ხელს არ შეუწყობს.

“სავარაუდო სანქციები განიხილება, ცალსახაა, რომ ისინი ლიდერების შეხვედრას ხელს არ შეუწყობენ. შეუშლიან თუ არა – ეს უკვე პრეზიდენტების გადასაწყვეტია. აშშ-ის პრეზიდენტისგან იყო შეხვედრის შემოთავაზება, რაც რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საგანია”, – თქვა მან.

გარდა ამისა, კრემლში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გმობენ.

“გასაგებია, რომ კვამლი უცეცხლოდ არასდროს ჩნდება და საუბარია უკვე მედიაში გაჟონვებზე. ჯერჯერობით, კომენტარებს ვერ გავაკეთებთ, დაველოდებით, თუ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული”, – თქვა მან.

მისი თქმით, მოსკოვს არ სურს, ვაშინგტონთან ურთიერთობა ლენინის ფორმულით იყოს აწყობილი – “ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები